Wednesday, June 22, 2011

ბირთვული იარაღი

ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია...

ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.

                                                                                 


"პროექტი ურანი"

1939 წლის აპრილში ორმა გერმანელმა ფიზიკოსმა, პაულ ჰარტეკმა და ვილჰელმ გროტმა წერილი მისწერეს იმპერიის სამხედრო უწყებას. ამ წერლიში ისინი აცხადებდნენ, რომ ატომურ ფიზიკაში უკანასკნელმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ისეთი იარაღის შექმნა, როლის ძალაც ყოველგვარ წარმოდგენას აღემატებაო. 1939 წლის 26 სექტემბერს სამხედრო უწყების პროტექტორატის ქვეშ შეიქმნა ფიზიკოსებით დაკომპლექტებული ე.წ. "ურანის საზოგადოება". 1941 წლის სექტემბერში კი გერმანიამ დაიწყო "პროექტი ურანი". პროექტს ხელმძღვანელობდა გენიალური გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკა ფუძემდებელი - ვერნერ ჰაიზენბერგი. დასაწყისში პროექტი ძალიან წარმატებულად მიდიოდა წინ, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალევე შეიტყო მოკავშირეთა (მხოლოდ ბრიტანეთი და აშშ) დაზვერვამ. ამის შემდეგ ისინი მუდმივად და ენერგიულად უშლიდნენ ხელს პროექტის მიმდინარეობას. ათასობით ბომბდამშენის, დივერსიული ჯგუფების, ადგილობრივი იატაკქვეშეთის, პარტიზანების საშუალებით ინგრეოდა და ნადგურდებოდა ყველა ქარხანა, შენობა-ნაგებობა, რომელიც ოდნავ მაინც აღძრავდა ეჭვს, რომ ის "პროექტი ურანი"-სთვის შეიძლება ყოფილიყო გამოსადეგი. გარდა ამისა, აშშ ახორციელებდა ოპერაცია "ალსოს"-ს, რომელიც ითვალისწინებდა სპეცსამსახურების მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებას გერმანული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. საბოლოოდ "პროექტი ურანი" ჩავარდა. მისი წარუმატებლობა განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1. ეს სამუშაოები მოითხოვდა პროექტზე უდიდესი სამრეწველო კომპექსის მუშაობას. გერმანიის სამრეწველო კომპლექსი თითქმის მთლიანად გაანადგურა მოკავშირეთა ავიაციამ. 2. 1944 წლის გაზაფხულზე ჰაიზენბერგი მივიდა მომენტამდე, როცა კვლევები (იგულისხმება რეაქტორების, სპეციალური ქარხნების მშენებლობა და ა.შ.) უნდა გაგრძელებულიყო ორი თანაბარუფლებიანი, ნელი ნეიტრონების და სწრაფი ნეიტრონების მიმართულებით. თითქმის ყველა მიმართულებით არსებულ ათასობით კილომეტრიან ფრონტებს, სადაც ყოველ უბანზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა, გერმანიის სამრეწველო რესურსები მოთხოვნების მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებდა. ამის გამო ადოლფ ჰიტლერმა მიიღო გადაწყვეტილება პროექტი გაგრძელებულიყო მხოლოდ ერთი მიმართულებით და ეს მიმართულება ჰაიზენბერგს უნდა აერჩია. მან ალალ ბედზე გააკეთა არჩევანი და ნელი ნეიტრონების მიმართულება აირჩია. ეს მიმართულება მცდარი აღმოჩნდა. 3. პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაობისათვის აუცილებელი იყო ე.წ. "მძიმე წყალი". მას აწარმოებდა ოკუპირებულ ნორვეგიაში, ქალაქ რიუკანთან მდებარე ჰიდროელექტრო სადგური და მასზე მიდგმული ქარხანა. იქ დაგროვილი "მძიმე წყალის" მარაგი, გერმანიაში ტრანსპორტირებისას, სონგდიოლის ტბაში ჩაძირა ნორვეგიელ პარტიზანთა ჯგუფმა ბრიტანული დაზვერვის მითითებით. შემდეგ ბრიტანეთის დაზვერვამ ჩაატარა მეორე მსოფლიო ომის შედევრად ცნობილი კომანდოსების ოპერაცია და აფეთქებული იქნა ქარხანა. მისი აღდგენის შემდეგ იგი 140 ბომბდამშენმა დაბომბა და მიწასთან გაასწორა. "პროექტი ურანი" დაიხურა. 



მოქმედების პრინციპი

ბირთვულ იარაღის მოქმედების პრინციპი ეფუძნება უმართავ ბირთვულ რეაქციას. იმისთვის, რომ რეაქცია შევიდეს ჯაჭვური რეაქციის ფაზაში, აუცილებელია შესაბამისი ”საწვავი”,ურანის იზოტოპის სახით. ურანი ბუნებაში გვხვდება ორი სხვადასხვა იზოტოპის სახით - ურანი-235 და ურანი-238. მას შემდეგ, რაც ურანი-235 შთანთქვას თავისუფალ ნეიტრონს - იგი იშლება და ერთი მიღებულის მაგივრად, ასხივებს სამ ნეიტრონს, რომლებიც ეჯახებიან რა სხვა ურანი-235 ბირთვებს - იწვევენ მათ დაშლა-აფეთქებას.
U^{235} + 21845
_0^1 \to U^{236} \to Kr^{92} + Ba^{141} + 3 n_0^1
ურანი-238, საპირის პიროდ, ნეიტრონის შთანთქმისას არ გამოყოფს ახალ ნეიტრონებს, არამედ უბრალოდ შთანთქავს მათ და აფერხებს აფეთქებას. ნეიტრონის შთანთქმით იგი გადაიქცევა ურანი-239-ად, შემდეგ ნეპტუნი-239-ად და საბოლოოდ, შედარებით სტაბილურ, პლუტონიუმ-239-ად.

ბირთვული იარაღის გამოყენების პრობლემები

ბირთვული იარაღი, ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღთან ერთად, მიეკუთვნება მასობრივი განადგურების იარაღების ჯგუფს.
ბირთვული იარაღის აფეთქების გამანადგურებელი ფაქტორებია:
  • დასხივება
  • იონური გამოსხივება
  • დამრტყმელი ტალღა
  • რადიოაქტიური დაბინძურება
  • ელექტრომაგნიტური იმპულსი
ბირთვული მუხტის მიხედვით ანსხვავებენ: თერმობირთვულ იარაღს და ნეიტრონულ იარაღს. ბირთვული იარაღი, დანიშნულების მიხედვით იყოფა: ტაქტიკურ, ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ ჯგუფებად.
ბირთვული იარაღი მისი შექმნიდან დღემდე, ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც წარმოადგენდა შანტაჟისა და მისი აფეთქბეით მუქარის ინსტრუმენტს, როგორც განვითარებული ასევე განვითარებული სახელმწიფოების ლიდერების და პოლიტიკოსების ხელში. დღეს მსოფლიო უდიდესი საშიშროების წინაშე დგას, რაც თავის მხრივ უკავშირდება საერთაშორისო ტერორიზმის და ამ მოძრაობის ბირთვული იარაღით აღჭურვის რეალურ საფრთხეს.










წყარო:ენციკლოპედია
           wikipedia 

მსოფლიო ქვეყნების შეიარაღებები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა ყვეყნების იარაღებს...

1.M4A1 ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანა.მწარმოებელი ქვეყანა-შეერთებული შტატები.მწარმოებლი ფირმა-კოლტი (Colt).


ვიეტნამის ომის დროს ჯარისკაცები ძირითადად M16-ს იყენებდნენ.M16-ი M4-ის ” წინაპარია ”. დროთა განმავლიბაში იგი M4-მა შეცვალა.


2.AKS-74.რუსული წარმოების ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.მწარმოებელი ქვეყანა რუსეთი.




3.MP5 მომცრო ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.მწარმოებელი ქვეყანა შეერთებული შტატები.



4.UZI მომცრო ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ისრაელიდან.




5.გერმანული საიერიშო შაშხანა H&K G36








6.ფრანგული საიერიშო შაშხანა FAMAS




ამ პოსტში ასევე მინდა ვისაუბრო იარაღის არებობის კარგსა და ცუდ მხარეებზეც. ყველა ცეცხლსასროლმა იარაღმა დიდი ევოლუცია განიცადა შექმნის დღიდან დღემდე.იარაღის დახვეწასა და გაუმჯობესებაში არაერთი პროფესიონალია ჩართული.
იარაღი ყვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია,მტრის შემოსევისგან თავის დასაცავად.ყვეყანას პირველ რიგში თუ არ გააჩნია კარგი ჯარი და შეიარაღება მისი საქმე კარგად ვერასდროს წარიმართება,ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული მისი მომავალი და კეთილდღეობა.
რაც შეეხება ცუდ მხარეებს.დღესდღეობით მსოფლიოში მრავალი ქვეყანაა,სადაც ხდება იარაღის უკანონო ყიდვა-გაყიდვა, რომელიც ვერ კონტროლდება და ამ ფაქტს ხშირად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასევე ხშირია იარაღი არასრულწლოვნებში რაც ხშირ შემთხვევაში მათ პოტენციურ მკვლელებად აქცევს ხოლმე...


წყარო: wikipedia

ცეცხლსასროლი იარაღი-M4




წარმოგიდგენთ ამერიკულ საიერიშო შაშხანა M4-ს.
M4 ლეგენდარული ამერიკული ,,შავი შაშხანის”, M16-ის მოდიფიცირებული ვარიანტის, M16A2-ის მოკლელულიან ვარიანტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მისი ავტომატიკა იმეორებს M16A2-ისას, ძრირითადი განსხვავება კი ორ ნიუანსშია— დამოკლებული ლულა და ტელესკოპურად დასაკეცი კონდახი.
1994 წელს M4 შეიარაღებაში მიიღეს, როგორც ჯავშანმანქანების ეკიპაჟებისთვის და არტილერისტებისთვის განკუთვნილი იარაღი, ანუ მათთვის, ვისაც არ სჭირდებოდა 1 მეტრიანი M16. მალე ა.შ.შ.-ის სპეციალური ოპერაციების მეთაურობა დაინტერესდა ახალი ავტომატური კარაბინით და იგი მოწონილ იქნა სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა დანაყოფის აღსაჭურვად. ასე აღმოჩნდა M4-ები ამერიკელთა ხელში, რომლებიც დღესაც იბრძვიან ავღანეთის მთებსა თუ ერაყის ქალაქების ქუჩებში.
თავად ამერიკელები დიდად არ ეთაყვანებიან M4-ს შემდეგი მიზეზების გამო:
1) 508მმ-დან (M16) 308მმ-მდე (M4) ლულის დამოკლების შემდეგ შემცირდა ტყვიის სიჩქარე და შესაბამისად, ცეცხლის ეფექტური მანძილიც დაეცა.
2) კარაბინის ლულა ავტომატური ჯერით სროლის დროს მალე ხურდება.
3) ლულის დამოკლების გამო აირგამომტანი ნახვრეტი გადმოიტანეს უფრო მარალი წნევის ზონაში, რამაც გაზარდა რამაც გაზარდა სროლის ტემპი. ამის შედეგად კი გაიზარდა დეტალების ცვეთა და შემცირდა იარაღის საიმედოობა.




ახლა კი მსურს გაგაცნოთ ამ იარაღის ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები ;)
ავტომატური კარაბინი M4-ის ავტომატიკა იმეორებს M16A2-ისას. M4 მჭიდის გარეშე 2,52კგ-ს იწონის, მჭიდითა და 5,56 მმ NATO-ს სტანდარტის 30 ვაზნით კი 3 კგ-ს. M4-ის სიგრძე 838მმ-ია და მცირდება 757მმ-მდე ტელესკოპური კონდახის დაკეცვის შემდეგ. სროლის ტემპი წუთში 700-დან 950 გასროლამდე მერყეობს რაც ლულის სიგრძის ცვლილებაზეა დამოკიდებული. სროლის მაქსიმალურად ეფექტური მანძილი 450მ-ია, თუმცა, როგორც წესი, M4 ბევრად უფრო ახლო მანძილებზე გამოიყენება.
აგრეთვე მას უყენდება ხელის წინა მოსაკიდი, ლულისქვეშა 30მმ-იანი ყუმბარსატყორცნი M203, ოპტიკური და კოლიმეტრული სამიზნე, ღამის ხედვის მოწყობილობა, მაყუჩი და კიდევ სხვა ატრიბუტები.










წყარო:google
          wikipedia.org
          ucnauri.com

ცეცხლსასროლი იარაღი-კალაშნიკოვი

კალაშნიკოვის შექმნის ისტორია….

მიხეილ კალაშნიკოვი – იარაღის კონსტრუქტორი საბჭოთა კავშირში და რუსეთში, დოქტორი ტერნიკური მეცნიერების, გენერალ- ლეიტენანტი, სოციალისტური შრომის ორ გზის გმირი, სტალინის და ლენინის პრემიის ლაურეატი,რუსეთის ფერერაციის გმირი,წმინდა ანდრეას ორდენის კავალერი, მწერალთა კავშირის წევრი.




მიხეილ კალაშნიკოვმა ავტომატ კალაშნიკოვის შექმნაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1944 წელს. 1944 წელს მან შექმნა თვითდამტენი მექანიზმის მქონე კარაბინი, მაგრამ ამ იარაღის სერიული წარმოება არ მომხდარა, მიუხედავათ ამისა ამ იარაღმა დიდი როლი შეასრულა ავტომატის პროტოტიპის შექმნაში. 1945 წლიდან კალაშნიკოვმა დაიწყო ავტომატური იარაღის შექმნაზე მუშაობა, რომელიც გაისროდა 7,62 კალიბრის ვაზნებს.
1947 წელს “კალაშნიკოვის ავტომატმა” ანუ აკ-47-მა გაიმარჯვა კონკურში და მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში.



1948 წელს არტილერიის მთავარი მარშალის მოთხოვნით,მიხეილ კალაშნიკოვი გააგზავნეს “იჟევსკის მანქანათსამშენებლო ქარხანაში”, სადაც მან მონაწილეობა მიიღო ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნაში და «АК-47»-ის პირველი სერიული წარმოების დაწყებაში. 1949 წლის 20 მაისისთვის დამზადდა 1500 საცდელი ავტომატი აკ-47, რომელმაც წარმატებით გაიარა საბრძოლო გამოცდა და მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში.





აკ-47 (რუს. АК-47, შემოკლება სახელისა: Автомат Калашникова образца 1947 года – კალაშნიკოვის ავტომატი 1947 წლის მოდელისა) — წარმოადგენს საბჭოთა მოიერიშე შაშხანას, რომელიც წარმოებულია დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარამდე და მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. პლანეტის ყველა “ცხელ წერტილში” შესაძლებელია ინახოს კალაშნიკოვის ავტომატი. იარაღის საიმედოობა, ეს თვისება საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე ფასეულია, მაღალ დონეზეა. ეს არ არის გასაოცარი, რადგანაც იარაღის კონსტრუქცია და ტექნოლოგია იხვეწებოდა და ვითარდებოდა 1947 წლიდან.





აკ-47 კი, რომელიც მცირე ზომითა და სროლისას მოხერხებულობით გამოირჩეოდა საბჭოთა არმიას საშუალება მისცა მიეღო შეიარაღებაში ისეთი იარაღი, რომელიც სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნებს და ასრულებდა შაშხანის და ხელის ტყვიამფრქვევის ფუნქციებს. აკ-47 პირველ ნიმუშებს ჰქონდა დაბალი ხარისხის, დაბეჭდილი ლულის კოლოფი. ლულის კოლოფის დაბეჭვდის მეთოდის გასაუმჯობესებლად საბჭოთა ინჟინრებმა რამოდენიმე წელი იშრომეს.
აკ-47 ის ბაზაბე მიხეილ კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით შეიქმა ცეცხლსასროლი იარაღის ათობით სხვა მოდელი,ამ მოდერნიზაციაზე მუშაობის დროს მიხეილ კალაშნიკოვს დაუქვეითდა სმენა,რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა თანამედროვე მედიცინის დახმარებითაც კი.
1971 წელს ლეგენდარულ გამომგონებელს მიანიჭეს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.ის არის 16 რუსული თუ უცხოური აკადემიის აკადეიკოსი.
კონსტრუქტორს აქვს საავტორო უფლება კალაშნიკოვის 35 მოდელზე.
1989 წელს კალაშნიკოვმა გადაწყვიტა შეხვედროდა ავტომატ კალაშნიკოვის მთავარ კონკურენტის M16-ის შემქმნელს იუჯინ სტონერს, მიუხედავათ იმისა, რომ მისი სახე მსოფლიოში პრაქტიკულად არ იცოდნენ, ისინი მას დახვდნენ, როგორც კინოვარსკვლავს. 1994 წლეს კალაშნიკოვს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 1999 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება.





საინტერესო ფაქტები კალაშნიკოვზე:
-ავტომატი კალაშნიკოვი გამოსახულია სამ აფრიკულ დროშაზე-ბურკინა-ფაო, მოზამბიკი და ზიმბაბვე, ასევე არის ტერორისტული დაჯგიფება “ჰესბოლა”-ას ემბლემაზე.
-ზოგიერთ აფრიკულ ქვეყნებში პატივისცემის მიზნით კალაშნიკოვს ეძახიან “კალაშას”
-ავტომატი შევიდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე გავრცელებული ავტომატი მსოფლიოში.
-ჰოლივუდურ ფილმებში ავტომატი კალაშნიკოვი განასახიერებს “იდეურ მტერს”. ისინი ამ იარაღით განასახიერებენ ტერორისტებს, მკვლელებს და განგსტერებს.
-ერაყში ააგეს კალაშნიკოვის სავაზნე კოლოფის ფორმის მეჩეთი მინარეთები.
-ერაყის ყოფილ დიქტატორს სადამ ჰუსეინს აღმოუჩინეს კალაშნიკოვის მოოქროვილი მოდელი.
-არსებობს ავტომატი კალაშნიკოვის 100 მილიონამდე მოდელი, ანუ 1 იარაღი ყოველ 60 ზრდასრულ ადამიანზე.
-კალაშა მიღებულია 50 ქვეყნის შეიარაღებაში, მათ შორის საქართველოშიც.
-კალაშნიკოვით მოკვდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ერთად აღებული საარტილერიო ცეცხლით, ავიადაბომბვებით და სარაკეტო დამომბვებით.
-ავტომატის წარმოების უფლება საბჭოთა კავშირმა მისცა 18 ქვეყანას.
-აფრიკის ზოგიერთ რაიონებში კალაშნიკოვის ყიდვა შეგიძლიათ სულ რაღაც 30 დოლარად.
-კალაშნიკოვის არასანქცირებული წარმოების გამო რუსეთი ყოველწლიურად 2 მილიარდამდე დოლარს კარგავს.











წყარო:wikipedia.org
            google.ge